Kidsrave Magazine – ელექტრონული მუსიკის ჟურნალი

Interview with Sir Bob Cornelius Rifo aka The Bloody Beetroots

Church of Noise, Bloody Beetroots-ის ახალი სინგლი, რომლის ვიდეოს პრეზენტაციაც 15 ნოემბერს შედგა ბობ რიფოს და დენის ლიქსზენის (შვედური პანკ-როკ ჯგუფ Refused-ის წევრის თანამშრომბოლის შედეგია. დენისმა და მე გადავწყვითეთ დავანგრიოთ მენტალური ბარიერები და ერთად დავიწყოთ ბრძოლა’ – ამბობს სერ ბობ კორნელიუს  რიფო (SBCR). მისი აზრით, Bloody Beetroots-ის პირველ ალბომს, Romborama-ს და Refused-ის ალბომ The Shape Of Punk To Come-ს შორის ბევრი მსგავსებაა. ორივე ენრიკო მალატესტას (იტალიელი ანარქისტი, 1853-1932) იდეებზეა დაფუძნებული.

  არ არის აუცილებელი ანარქიის ისტორიის ცოდნა იმისათვის, რომ გაიგოთ რა არის Church of Noise. ეს კოლაბორაცია დაფუზნებულია რწმენაზე, საერთო სიხშირეებზე და ყველასათვის ნაცნობ და ასე რთულად მისაღწევ თავისუფლებაზე. შეიძლება ითქვას რომ Church of NoiseBloody Beetroots-ის ამ დრომდე ყველაზე ამბიციური კომპოზიციაა.

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ბობ რიფოსთან, რომლის მიღებაც Berlin Festival-ზე ჯგუფის მენეჯერის ფრანჩესკოს და ჯგუფის ლაივ წევრის ტომი ტის დახმარებით მოხერხდა.

 

                                            

GB:თავდაპირველად მინდა ახალ ალბომზე გკითხო. როდის აპირებ მის გამოშვებას? გაქვს უკვე რაიმე სახის წარმოდგენა ახალი ალბომის ჟღერადობაზე?

SBCR:ამ ეტაპზე მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ ცოტა ხნის წინ ჩვენი სინგლი, Church of Noise გამოვიდა და გუშინ ვიდეოს პრეზენტაციაც შედგა. რაც შეეხება ალბომს, ის იქნება შიზოფრენიული და მაქსიმალურად თავისუფალი. არანაირი წინასწარი გეგმები და მოდა ჩემთვის არ არის საინტერესო.  

რაც შეეხება ახალი ალბომის გამოსვლის თარიღს, ნამდვილად არ ვიცი ეს როდის მოხდება.

GB:ტრეკებს ჩქარა წერ? თუ დიდი ხანი გჭირდება სასურველი ჟღერადობის მისაღწევად, ან უბრალოდ, მუდამ უკმაყოფილო ხარ იმით რაც გაქვს?

SBCR:დიდ დროს არ ვატარებ სტუდიაში, რადგანაც ხმის ინჟინერი არ ვარ. მე მუსიკოსი ვარ და უბრალოდ სხვადასხვა ისტორიების მოყოლა მიყვარს. ისტორიების მოსაყოლად უნდა იცხოვრო და თანაც აქტიური ცხოვრებით.

GB:გკითხავ დენის ლიქსზენზეც. რა შესძინა მან BBDC77-ს?

SBCR: სიტყვების ძალა და ენერგია.

GB: ვიცი რომ დაინტერესებული ხარ ფოტოგრაფიით და მუდამ საინტერესო ფოტოებს გიღებენ და იღებ. რომელია შენი საყვარელი ფოტოაპარატი?

SBCR: ლეიკა M9.

GB: რას ფიქრობ ჯეიმს ბლეიქზე?

SBCR:ჩემი აზრით იგი დამსახურებულად არის წლის საუკეთესო დამწყებ პროდიუსერად აღიარებული.

GB:მუდამ მოტივირებული პიროვნების შტაბეჭდილებას ტოვებ. როგორ ახერხებ ამას და რა გიწყობს ხელს ყოველდღიურობაში რომ არ ჩამოუშვა ცხვირი?

SBCR:მსურს ჩემი ყოველი დღე დავუთმო ჩემი იდეალებისთვის ბრძოლას. არ მინდა ვინანო არაფერი და უკან მოხედვისას ჩემს მიერ დატოვებული კვალი მინდა დავინახო. მინდა რაიმე ფასეული შევქმნა ჩემთვისაც და იმათთვის ვისაც ვიცნობ.

GB: kidsrave.com-ის საშუალებით მკითხველი პირველად გაეცნობა შენს ინტერვიუს ქართულ ენაზე. რა გაქვს სათქმელი თაობისთვის, რომელიც საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე გაიზარდა და რომელიც ყოველი დღე უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას ცდილობს, ცდილობს თავი დააღწიოს არც თუ ისე ნათელ მომავალს?

SBCR: მინდა მათ ვუთხრა, რომ არ ყოფილა დღევანდელობაზე უკეთესი დრო მომავლის შესაქმნელად. დედამიწას მმართველი ძალა ნელ-ნელა ეცლება და რევოლუციაც ზუსტად მსგავსი ნანგრევებიდან იწყებოდა და კიდევ ერთხელ დაიწყება!

FOR ENGLISH VERSION CLICK HERE

www.deathcrew77.com

http://www.facebook.com/thebloodybeetroots.dc77

მადლობა ფრანჩესკოს,ტომის, ზუკას და Erol-ს

Photo Gallery

Designed by Kidsrave©LLP