Kidsrave Magazine -ელექტრონული მუსიკის ჟურნალი

Interview with Tesla Boy


Tesla Boy საკმაოდ ხარისხიანი რუსული წარმოების სინსპოპ ბენდია. იმდენად ხარისხიანია, რომ მე და ეროლა ვხუმრობდით: „რუსების ყველაზე წარმატებული პროდუქტია არყის მერე“–თქო. “Spirit of the Night” იყო პირველი თრექი სულ შემთხვევით რომ მოვისმინე 2008 წელსმის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა როგორც იტყვიან და სულ ორიოდე თვის წინ გამოუშვეს სადებიუტო ალბომი „Modern Thrills“.

„Modern Thrills“ 80–იანების სქელი მტვერი ადევს და ვისაც ჯერ კიდევ არ გადაგწმენდიათ 80’s დისკო სინსპოპური მტვერი თქვენი ტვინებიდან, მაშინ ნამდვილად ღირს ამ ალბომის მოსმენა!

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს Tesla Boy–სთან.

Kidsrave: პირველი რიგში ყოველთვის მსურდა გამეგო, რატომ გქვიათ Tesla Boy? იცით რომ Tesla ქართულ სლენგზე „Supercool“– ნიშნავს?

Дима: ტესლა სახელია დიდი მეცნიერისა და გამომგონებელის ელექტრო და რადიოტექნიკის სფეროში. ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ანტონმა დაწერა შესანიშნავი სიმღერა სახელწოდებით Tesla Boy. სიმღერა ბიჭზეა, რომელსაც არ შეუძლია შეეხოს თავის საყვარელ გოგოს რადგან მან შეიძლება მოკლას ის გოგონა თავის ელექტრო ძალით და ამის გამო საკუთარი ვნებები უწვავს გულს.

Антон: მართალია, თანაც ნიკოლა თესლა წარმოშობით სერბი იყო ისევე, როგორც ჩემი დიდი ბაბუა მამის მხრიდან. და საერთოდ ჩვენი ქართველი მეგობრები გვეუბნებოდნენ, რომ Tesla უფრო სხვა რამეს ნიშნავს ვიდრე მარტო „Supercool“


KR: გვიამბეთ „Tesla Boy“– შექმნის ისტორია.

Дима: მე და ანტონმა ერთმანეთი მუსიკის მეშვეობით გავიცანით, მაგრამ იმ პერიოდში ორივე საკუთარი პროექტებით ვიყავით დაკავებული და როდესაც განვთავისუფლდით ანტონმა დამირეკა და შემომთავაზა ერთად გვემუშავა, ასე დაიწყო ყველაფერი.

Антон: მე შევთავაზე დიმას რამოდენიმე სიღერაზე ტექსტის დაწერა, მაშინ მე ვერ ვხვდებოდი რა პროექტი შეიძლებოდა გამოსულიყო და რა ფორმას მიიღებდა ეს ყველაფერი საბოლოოდ. რაც მთავარია დიდი სურვილი მქონდა ყველაფერი კარგად გამოგვსვლოდა. შემდეგ, მე სრულიად შემთხვევით რამოდენიმე სიმღერა დავუკარი ჩემი ყოფილი გოგოს დაბადების დღეზე. ამის შემდეგ მიმიწვიეს შედარებით დიდ საღამოზე სადაც დაახლოვებით 500 მსმენელი გახლდათ და ვიფიქრე რომ გაასწორებდა დიმასთან ერთად დაკვრა. ასე დაიწყო ეს ყველაფერი.

KR: საერთოდ როგორ ატარებთ დროს როდესაც მუსიკას არ აკეთებთ ანუ თავისუფალ დროს?

Антон: ასეთი დრო არც ისე ბევრი მაქვს, მთელი ჩემი დრო მუსიკას ეკუთვნის, მაგრამ როდესაც გამოჩნდება ასეთი წუთები შემიძლია გავაკეთო ყველაფერი. ძირითადად ვცდილობ ვიკითხო ან ფილმს ვუყურო. ძალიან მიყვარს დოკუმენტური ფილმები. ზამთარში, ალბომის ჩაწერის შემდეგ ვუყურე უამრავ დოკუმენტურ ფილმს მეორე მსოფლიო ომის შესახებ. ყველაზე ბანალურივგიჟდები თავისუფალ დროს ქალაქში ფეხით სიარულზე, ჩავრთავ მუსიკას და ვსეირნობ ჩემს საყვარელ ქუჩებში.

Дима: დავძვრები ინტერნეტ სივრცეში, ვეძებ ახალ მუსიკას, Zola Jesus და Chrome Hoof მომეწონა ბოლო მიგნებებიდან. ასევე შევჯექი 1980–იან ჰოლოვუდურ ფილმებზე, ექსპერტები ალბათ იტყვიან, რომ მასში ყველაფერი უგემოვნოა, მაგრამ ჩემი აზრით ამ ფილმებიდან დიდი თინეიჯერული ენერგია მოდის. თან მუსიკაც შესანიშნავია და მაგრადაც აცვიათ გმირებს.

KR: ძალიან სასიამოვნო მუსიკას აკეთებთ და თქვენი პროდუქცია უფრო და უფრო ხარისხიანი, მიმზიდველი ხდება, გაგვანდობთ წარმატების ფორმულას?

Антон: პრაქტიკა, პრაქტიკა და კიდევ ერთხელ პრაქტიკა! პლიუს ხმისა და რიტმის ბუნებრივი, ჰარმონიული შეგრძნება.

KR: თქვენი საყვარელი hardware სინთეზატორი?

Антон: Roland Jupiter8.

KR: software სინთეზატორი?

Антон: Minimonsta.

KR: საყვარელი სინთეზატორი ბეისლაინისთვის?

Антон: Yamaha CS-5.


 KR: როგორია ალბომის ჩაწერის თქვენებური მიდგომა?

Дима: ჩვენ არ ვფიქრობდით იმაზე, რომ გინდა თუ არა უნდა დაგვეწერა თრექები დროის განსაზღვრულ პერიოდში, რამოდენიმე თრექის იდეა ალბომზე მუშაობის პერიოდში მოგვაფიქრდა. დიდ დროს ვატარებდით ერთად და ვისაც რა იდეა გაუჩნდებოდა ამბობდა, როდესაც ერთად არ ვიყავით ხოლმე ისეთი შეგრძნება გვქონდა გეგონება ყველა ერთი და იმავეზე ფიქრობდა. Modern Thrills არის ვინტაჟ სინტეზატორების, 80’s პორნოგრაფიის, ჩელენჯერის კატასტროფის და დიდი აფეთქების სინთეზი.

KR: ვინ არის რებეკა?

Антон: ეს ისტორია მოხდა ჩემი ბერლინში ყოფნისას. ერთერთ კაფეში გავიცანი გოგო რომელსაც ერქვა რებეკა, რომელიც ამ კაფეში მუშაობდა. საუბრისას აღმოჩნდა რომ იგი მოცეკვავე იყო, ტელეფონის ნომრები გავცვალეთ და მოვილაპარაკეთ რომ ერთმანეთს შევხვდებოდით. მეორე დღეს ჩემმა მენეჯერმა დამირეკა და მითხრა რომ სასწრაფოდ უნდა გამოვფრენილიყავი მოსკოვში, სამწუხაროდ ჩვენ ვერ შეევხდით ერთმანეთს, მაგრამ მისი თვალები დღემდე მახსოვს. დამამახსოვრდა მისი ფრაზა: „მუსიკა და ცეკვარის შემდეგადაც მე ვუთხარი რომ მუსიკოსი ვიყავი.

KR: მოგვიყევი საიდან წარმოიშვა Алла Пугачёва “Бумажный змей”–ის რემიქსის იდეა? მაგარი რემიქსა!

Антон: ავად გავხდი და სახლში უსაქმურად ვიწექი, შემთხვევით მომივიდა იდეა დამეჭრა ეს თრექი, რომელიც ბავშვობიდან მახსოვს. ბოლოს აღმოჩნდა რომ არც ისე ცუდი გამოვიდა, ეხლა ბევრი DJ უკრავს ამ ვერსიას.

KR: როგორ გგონიათ, რას გრძნობს მსმენელი თქვენი თრექების მოსმენისას?

Антон: ეიფორიას.

Дима: მგონია, თავიდან მსმენელი იგრძნობს სითბოს გულმკერდის არეში და მათ გაუჩნდებათ ცეკვის სურვილი, ჩემდეგ მოხსნიან ვინმე გოგოს (ბიჭს) „ტუსოვკიდან“, წავლენ მასთან ერთად და მანქანის კაპოტზე (ძარას ზედზე) დაკავდებიან სექსით!

KR: თქვენი მუსიკა (მუსიკალური ხედვა) ტოტალურად განსხვადება დღესდღეობით რუსეთში არსებული პროდუქტებისგან, მაინტერესებს ახერხებთ თუ არა იყოთ პოპულარულები თქვენს ქვეყანაში?

Дима: როდესაც ჩვენ ვიწყებდით ვფიქრობდით ჩვენი მუსიკა მხოლოდ რამოდენიმე ჩვენ მეგობარს თუ მოეწონებოდა. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ რუსული პოპის რაღაც ნაწილი მაინც გავმხდარიყავით და როგორც ახლა მგონია ჩვენ ახლაც არ ვართ ეს ნაწილი. ეს ფაქტი არცერთ ვარიანტში არ უარყოფს იმას, რომ ჩვენ ნამდვილად ვაკეთებთ პოპ მუსიკას, მაგრამ ჩვენი მუსიკა უდავოდ არ არის ის რაც დღეს რუსულ ტელევიზიებში თუ რადიოებში ტრიალებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა და კიდევ იზრდება იმ ხალხის რაოდენობა რომლებსაც მოსწონთ ჩვენებური ვარიაცია პოპ მუსიკის. საბედნიეროდ ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მე მჯერა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავა დროთა განმავლობაში.

KR: ვთქვათ თქვენ გაიძულეს უსმინოთ ერთ კომპოზიციას მთელი დარჩენილი სიცოცხლე, რომელს აირჩევდით?

Антон: Stevie Wonder «Power Flower»

Дима: Miles Davis «So what»

KR: და ბოლოსრა ფაქტს შეცვლიდით თქვენი წარსულიდან?

Антон: არ ჩავარტყავდი რკინის ჯოხს ერთ ჩემს კლასელს და არ დავუტოვებდი მას სახეზე შრამს. ყოველთვის ვნანობ ამას.

Дима: რამოდენიმეჯერ ჩამიცვამს ჰავაისებური პერანგი (პალმებიანი), საზიზღრობა. ეს ისე. : )

http://www.teslaboy.com/

http://www.myspace.com/teslaboysound

http://www.facebook.com/pages/Tesla-Boy/124760675401

Photos © Елена Губницкая

ავტორი: Moses The Raven

Posted by on Nov 23 2010. Filed under Interviews. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ საიტი RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

Photo Gallery

Log in | Copyright © 2013 Kidsrave Magazine Ltd. All rights reserved. Terms & Privacy. kidsrave.com