Kidsrave Magazine – ელექტრონული მუსიკის ჟურნალი

Kidsrave Podcast # 11 w/ Aquarius Heaven

ENGLISH VERSION

 

მოკლე ბიოგრაფიით გაგვაცანი Aquarius Heaven–ი

შავკანიანი გეი ვარ, მიყვარს ყველანაირი ნარკოტიკი. დღის განმავლობაში მძინავს და გართობის მიზნით მიყვარს გარე განათებების დამტვრევა. ეროვნება არ მაქვს, რადგან დავიბადე გემზე, საერთაშორისო წყლებში. კიდევ მძულს მუსიკა და ვფიქრობ მის გარეშე სამყარო უკეთესი იქნებოდა.

 

თვითნასწავლი მომღერალი ხარ, თუ პროფესიულად მომზადებული?

ორივე. მომღერალი ჩემში ცხოვრობს და მე უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც შიგნიდან მოდის. მემგონი ურიგოდაც არ გამომდის ჯერ–ჯერობით.

 

აქვს თუ არა გავლენა იმ ყველაფერს რაც აქამდე გაგიკეთებია, შენს პრუდქტზე, რომელსაც ახლა ქმნი? ფიქრობ ამაზე, თუ ყოველთვის ცდილობ წინ წაიწიო?

რა თქმა უნდა, წარსულს აქვს გავლენა, თუმცა წინ სულ მივდივარ. ახალ მასალას ყოველდღე ვცდი.

 

როგორი იყო შენი და DOP–ის ერთობლივი სამუშაო პროცესი? ფაილებს უგზავნიდით ერთმანეთს, თუ დიდ დროს ატარებდით სტუდიაში ერთად?

რაც უნდა იცოდე ჩემს შესახებ არის ის, რომ მე მეზიზღება ფაილების აქეთ–იქით გზავნა. მაგარი ყლ*ობაა, როცა ასეთი გზით აკეთებ მუსიკას ვერანაირ ემოციას ვერ დებ მასში. ასე რომ მირჩევნია 100 საათი გავატარო სტუდიაში ადამიანებთან ერთად.

როგორ დაუკავშირდი პირველად WOLF +  LAMB–ს?

პარაშუტით ვხტებოდი ავსტრალიაში, პარაშუტი არ იხსნებოდა, მაგრამ ბოლო წამს გაიხსნა და ძალიან მაღალ ხეზე პირქვე დავეკიდე… სულ შემთხვევით WOLF +  LAMB–ის ბიჭებს ბანაკი ქონდათ გაშლილი იმ ადგილას და მოუწიათ ხის მოჭრა, რომ ჩამოვეყვანეთ. ასე შევხვდი მათ.

 

პირველი ივენთიდან მოყოლებული, როგორ ფიქრობ, როგორ პროგრესირდა შენი ლაივ შოუ?

რათქმაუნდა პროგრესირდა. როცა დავიწყე ლაივის დაკვრა მქონდა ბანძი კომპიუტერი და წინასწარ ჩაწერილი სეტი, მხოლოდ პლეის ვაჭერდი და მერე ისე ვიქცეოდი თითქოს ვმიქსავდი, პრინციპში ეხლაც იგივეს ვაკეთებ ოღონდ iphone-თი.

 

რას ფიქრობ SOPA–ზე და მსგავს სხვა კანონებზე? შეიძლება ეს კარგის მომტანი იყოს ან გვავნოს ჩვენ, ინტერნეტ მომხმარებლებს?

მართალი გითხრა არ ვიცი SOPA რა არის, მაგრამ ისეტი პატარა სიტყვაა მგონი ვერაფერი უნდა გვავნოს :))

 

რომელ არტისტებს უსმენდი ბოლოდროს?

ამჟამად მაგრად მომწონს Maceo Plex–ი და Lee Foss–ი და რათქმაუნდა არასდროს მომწყინდება DOP–ის სმენა.

 

რას გეგმავ 2012 ში?

ალბომის გარდა ახალ რემიქსებს, კოლაბორაციებს. ოჯახის შექმნა დატყუპების აყვანა მინდა.

Kidsrave Podcast # 11 w/ AQUARIUS HEAVEN


Tracklist to follow

 მადლობა ანასტასიას გაწეული დახმარებისათვის

- — – — – — – — – — – — – — – — -

Aquarius Heaven on Soundcloud

Aquarius Heaven on Facebook

Aquarius Heaven on Twitter

 

 

Photo Gallery

Designed by Kidsrave©LLP