Burial – Kindred EP
ერთი წელი გავიდა რაც ტურინში, თეატრ კარინიანოში კოდნაინმა დაუვიწყარი სეტი, კოდური სახელწოდებით „Kode9 plays Burial“დაუკრა. ამ საღამოს შემდეგ თითქმის მთელი სამყარო საუბრობდა ბერიალის რიგით მესამე ალბომის შესახებ, რადგან უამრავი უცნობი, დაუსრულებელი თუ დასრულებული თრექი გამოამზეურა კოდ ნაინმა. ამ სეტმა იმხელა მითქმა–მოთქმა გამოიწყვია, რომ თავად კოდ ნაინიც კი შეწუხდა და მოუწია ტვიტერზე მსგავსი სტატუსის დაწერა „There is no plans for a new Burial album, so you can all stfu.”
Feral Witchchild, True Love VIP, Speedball2 ეს ის სამი გამოუცემელი თრექია, რომელთა გამოსვლას ისე ველოდები, რომ უნებლიედ მეც დავიჯერე ბერიალის მესამე ალბომის გამოსვლის წინასწარმეტყველებანი. ზემოთ ნახსენებ თრექებს დაემატა ტურინში კონდაინის მიერ დაკრული კიდევ სამი თრექი, რომელთა სახელები შეიძლება ითქვას დაზუსტებით დღემდე არ ვიცი.
ბერიალის ალბომი როგორც ჩანს მართლაც არ იგეგმება, რადგან ჰაიპერდაბმა ოფიციალურად განაცხადა ბერიალის „Kindred“ EP–ის გამოსვლის შესახებ. იგი ჰაიპერდაბის რიგით 59 რილიზი იქნება და იანვარში გამოვა. ასევე უკვე ცნობილია რილიზის სამივე თრექი: A.Kindred, B1.Loner, B2.Ashtray Wasp.
Rinse.FM–ზე ჰაიპერდაბის ყოველთვიურ რადიოგადაცემაში, Scratcha DVA–ამ დაუკრა „Ashtray Wasp“-ი, აღმოჩნდა რომ „Ashtray Wasp“ ერთ–ერთი იმ ტრეკთაგანია, რომელიც კოდნაინმა ტურინში დაუკრა (ზევით მოცემულ ვიდეში იწყება 1;30–იდან). ძალიან კარგი, ჩემი ერთი ოცნების, რომელსაც თურმე „Ashtray Wasp“ რქმევია, ასრულებამდე არც თუ ისე დიდიხანი დარჩა, მაგრამ დარჩა კიდევ ხუთი ასეთი ოცნება.
Kindred EP
[HDB059]
A. Kindred,
B1. Loner
B2. Ashtray Wasp



















