Disclosure Free EP
მართლაც რომ აღმოჩენაა, ის როდესაც უსმენ 17 და 20 წლის პატარა ბიჭების ტრეკებს და ისეთივე სიამოვნებას იღებ როგორც მაგალითად Monolake-ის 1997 წელს გამოშვებული რილიზებიდან. რაშუაშია, მაგრამ მაინც სიამოვნება სიამოვნებაა.
სამხრეთ-ლონდონელ ძმებ Lawrence-ებს, უკეთ ცნობილებს როგორც „Disclosure“ ნათელი მომავალი რომ აქვთ ამაში მათმა პირველმა შვიდ ინჩიანმა დაგვარწმუნა, რომელიც ‘Moshi Moshi Records’-ზე გამოიცა. ვინც არ იცით გეტყვით, რომ ეს ლეიბლი ისეთი ცნობილი არტისტების სახლია, როგორებიც არიან: „Florence And The Machine“, „The Drums“, „Hercules & Love Affair“ და მრავალი სხვა… მათ გამოჩენას უმალ გამოეხმაურა ცნობილი გამოცემები როგორებიც გახლავთ: „pitchfork“, “NME”, “XLR8R”. ბიჭები არც რადიო გადაცემებს დაუტოვებიათ უყურადღებოდ და ენი მაკის თაოსნობით, ბიბისის თითქმის ყველა გადაცემაში დაუკრეს მათი თრექები. რამოდენიმე დღის წინ კი SBTRKT-მა თავის Essential Mix-შიც კი გააჟღერა „My Intention Is War“.
ივლისის ბოლოს, Disclosure-მა ინტერნეტში უფასოდ გაავრცელა ხუთთრექიანი EP. EP-ში შესულია „Carnival“ და „I Love… That You Know“, რომელიც მანამდე გამოცემული იყო სინგლის სახით ლეიბლ „Transparent“-ზე და პლიუს კიდევ სამი თრექი, რომელთა მხოლოდ მოსმენის საშუალება გვქონდა მათ საუნდქლაუდის გვერდზე, ერთ-ერთი მათგანია SBTRKT-ის მოწონებული „My Intention Is War“-იც.
მთლიან EP-ს შეგიძლიათ მოუსმინოთ ქვევით,
ხოლო მის გადმოწერად მოგიწევთ Disclosure-ს ფეისბუქის გვერდის მოწონება, რის შემდეგადაც სრულიად უფასოდ მიიღებთ მას.
ეს კი მათი ლაივის ამსახველი პატარა ვიდეოა, სადაც ასრულებენ მათ ყველაზე პოპულარულ თრექ “Blue You”-ს
Disclosure onFacebook
Disclosure on Soundcloud


















