Kidsrave Magazine – ელექტრონული მუსიკის ჟურნალი

Nicolas Jaar’s Darkside Project

„It’s the closest thing to rock & roll I’ve ever done“ასე ახასიათებს ნიკო ჯაარი მის ახალ პროექტ „Darkside“-ს, რომელიც მისი ლაივ ბენდის გიტარისტ Dave Harrington-თან ერთად წამოიწყო. „Darkside“-ის დებიუტი პირველ დეკემბერს Music Hall of Williamsburg-ში შედგება. 7 დეკემბერს კი საკუთარ ლეიბლ „Clown and Sunset“-ზე გამოვა „Darkside“-ის, ამავე სახელწოდების, სამ თრექიანი EP, რომლის ქოვერი შეგიძლიათ ზევით იხილოთ. DARKSIDE – A1 by Clown & Sunset

ბლუზისთვის დამახასიათებელი გიტარ რიფები, რამოდენიმე სიტყვიანი ვოკალ პარტიები, ჯაარის საფირმო ლათინური ჟღერადობის ბიტი და რაღაც გიჟური დრაივი კიდევ ერთხელ გარწმუნებს, რომ ჯაარი მართლაც ბოლო წლების ყველაზე ძვირფასი მუსიკალური აღმოჩენაა და იგი მხოლოდ 21 წლის არის!!! DARKSIDE – A2 by Clown & Sunset

„Darkside EP“-ის თრექები ძალზედ გასაიდუმლოებულია და მხოლოდ Gilles Peterson-ის რადიოშიუებში თუ მოკრავდი ყურს. მათ სახელებიც უჩვეულო აქვთ A1, A2 და A3. ეს ალბათ იმიტომ, რომ პირატული ჩანაწერების გავრცელებას შეუშალონ ხელი. ბევრი ვიწვალე იმისთვის თქვენც რომ მოგესმინათ ეს შესანიშნავი თრექები.

DARKSIDE – A3 by Clown & Sunset

ის ამბავი, რომ ნიკო ჯაარი თბილიშიც ძალიან პოპულარულია ახალი არავისთვის არის, მაგრამ შევამჩნიე ამ არტისტთან მიმართებაში სხვა ტენდენცია. კერძოდ, თბილისელი სნობი გოგო-ბიჭები, რომლებმაც ნიკოს სამ თრექს ‘Mi Mujer’, ‘Time For Us’ და ‘El Bandido’-ს მოუსმინეს და ფეისბუქზე მილიონჯერ გადააშეარეს აღარ მოეწონათ ის ფაქტი, რომ მათმა მეგობრებმაც მასიურად აიტაცეს ნიკო და „გააბანძეს“. რამოდენიმე წუთის გაცნობილ ადამანსაც კი უკითხავს ირონიულად „შენ რას უსმენ, ნიკო ჯაარებს ჰეჰეეჰ?“ ხო ხო ჯაარებს ვუსმენ, თუ რატომ ეს სამი თრექიც მოისმინეთ და მიხვდებით.

http://www.clownandsunset.com

Photo Gallery

Designed by Kidsrave©LLP