Scuba – Personality LP
სკუბას მესამე სტუდიური ალბომი! 2012 წლის დასაწყისიც ასეთი უნდა.
Hotflush Recordings-ის კაპიტანი პოლ როუზი, იგივე Scuba, 27 თებერვალს რიგით მესამე სტუდიურ ალბომ ‘Personality’–ს გამოუშვებს. „თრექების უმრავლესობა 120 BPM–შია, მაგრამ მხოლოდ ერთი ან ორი თრექია 4/4 ბიტის მქონე. ‘Triangulation’–თან შედარებით გაცილებით მხიარული და საცეკვაო ჟღერადობის ალბომი იქნება“. ამბობს პოლი RA–სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ალბომი გასულ წელს ბერლინში ჩაიწერა და მის საბოლოო სახის მიცემას ერთი წელი დასჭირდა. 2011 წლის ერთ–ერთი საუკეთესო დენსფლორ ბენგერები ‘Adrenalin’ და ‘Loss’ სკუბამ თურმე ალბომისთვის დაწერა, მაგრამ შემდეგ მათი ალბომიდან ამოღება და ცალკე სინგლებად გამოცემა გადაწყვიტა.
‘Personality’–ს პირველი სინგლი იქნება თრექი ‘The Hope’ხოლო ბი–საიდი ‘Flash Addict’, რომელიც ალბომში არ იქნება შესული. მისი გამოსვლა 6 თებერვალს იგეგმება.
თრექების ჩამონათვალი:
01. Ignition Key
02. Underbelly
03. The Hope
04. Dsy Chn
05. July
06. Action
07. Cognitive Dissonance
08. Gekko
09. NE1BUTU
10. Tulips
11. If U Want















