Zomby – ‘Nothing’ EP
იაპონელებს წელს ამდენი ტრაგეტიის შემდეგ რამეში ხომ მაინც უნდა გამართლებოდათ?! ხოდა გაუმართლათ კიდეც, რადგან ზომბის ბრწყინვალე ალბომ ‘Dedication‘-ის იაპონურ რილიზს დამატებით 7 თრექი მოჰყვა. მოხდა ისე, რომ იაპონელების გარდა არავინ იცოდა ამ ფაქტის შესახებ და არც ინტერნეტში ‘გაპარულა’ ეს თრექები, მაგრამ 4AD-მა გადაწყვიტა შვიდივე კომპოზიცია დაბეჭდოს როგორც ვინილის ფორმატით, ასევე გამოსცეს ციფრული ვარიანტიც და ხელმისაწვდომი გახადოს მთელი მსოფლიოსთვის. EP-ის ერქმევა ‘Nothing’ და მისი გამოცემა 28 ნოემბერს არის დაგეგმილი.
ასევე, 4AD-მა საჩუქარი გაგვიკეთა ყველა ზომბის მსმენელს და EP-ის პირველი თრექ ‘Labyrinth’-ის მოსმენის საშუალება მოგვცა.
‘Nothing’-ის მთლიანი თრექების ჩამონათვალი:
- Labyrinth
- Digital Fractal
- Equinox
- Sens
- It Was All A Dream
- Trapdoor
- Ecstasy Versions















