Podcast #10 w/ Vakula
Russian Version
Kidsrave: მოგვიყევი რას უსმენდი, როდესაც უკრაინაში იზრდებოდი და როგორ მოახერხე საბჭოთა კავშირში დაბადებულმა ადამიანმა საკუთარი თრექები აგეჟღერებინა დეტროიტელი პროდუსერივით?!
Vakula: ვუსმენდი უამრავ განსხვავებულ მუსიკას. ყველას თავის მიმართულება აქვს და ამიტომ აზრს ვერ ვხედავ იმაში ჩამოვთვალო ყველა ის მუსიკა, რომელმაც გავლენა იქონია ჩემზე. მგონია, რომ ჩემი მუსიკა არ განეკუთვნება დეტროიტულ ჟღერადობას. დეტროიტი თავის ჟღერადობიანად ამერიკაშია.
წლების განმავლობაში, საიდან იღებდი შთაგონებას იმ მუსიკისთვის რასაც ახლა აკეთებ და როგორ გგონია, ისახება თუ არა შენს მუსიკაში რომ უკრაინელი ხარ?
შემთხვევითობაა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მუსიკის წერას დავიწყებდი. ერთმნიშვნელოვნად უკრაინა, ჩემი სამშობლო, ახდენდა და ახდენს გავლენას ჩემს მუსიკაზე.
შეგიძლია გვითხრა რა მდგომარეობაა უკრაინულ ელექტრონული მუსიკის სცენაზე?
ვიცნობ მხოლოდ ერთ უკრაინელს, რომელიც შემოქმედებაც მომწონს. მხოლოდ ეს არის და ეს, მეტი არაფერი ვიცი უკრაინული ელექტრონული მუსიკის შესახებ. ძალიან კი მინდა ბევრი დავწერო მაგრამ…
2011 წელი შენთვის იყო ძალზედ პროდუქტიული, გამოეცი ათზე მეტი 12/10 ინჩიანი ფირფიტა, კმაყოფილი ხარ ამ ყველაფრით?
წელს გამოცემული მუსიკის ძირითადი ნაწილი დაწერილია ადრე, ორი–სამი–ოთხი წლის წინ. ასე გამოვიდა, რომ სწორედ ამ მუსიკით მოიხიბლნენ ლიბლები 2011 წელს. წარმოუდგენელია კმაყოფილი იყო ყველა რილიზით.
გვიამბე შენი და ‘Firecracker/Shevchenko’–ს ურთიერთობის შესახებ.
რატომ უნდა მოვყვე სახალხოდ ჩემი ურთიერთობების შესახებ? ეს კულისებს მიღმა სიტუაციის მსგავსია და თქვენ იქ არაფერი გესაქმებათ, როგორც თეატრში.
რატომ გადაწყვიტე საკუთარი ლეიბლის დარეიგისტრირება და როგორ გესახება ‘Leleka’–ს მომავალი?
მას შემდეგ, რაც ხშირად ისმებოდა კითხვა, თუ რატომ არ ვაქვეყნებდი ზოგიერთ ნამუშევარს, მე შევაგროვე არქივული მასალები და საკუთარი ლეიბლი გავხსენი. „ლელეკა“ უფრო ინსტრუმენტალურ მუსიკაზე იქნება ორიენტირებული, ანუ მუსიკაზე, რომელიც მხოლოდ სინთეზატორის და კომპიუტერის მეშვეობით არ იქმნება. ჩემთვის არაა საინტერესო იმ ადამიანების შემოთავაზებები, რომლებიც ლეიბლისთვის deep house მუსიკას მთავაზობენ.
Vakula – A Sun S Truth
როდის იქნება შენი სადებიუტო ალბომი მზად?
ჯერ კიდევ მოლოდინში ვარ. იმედი მაქვს, 2012 წლის დასაწყისში გამოვა.
სად და როგორ ჩაიწერა ეს მიქსი?
სახლში, სტუდიაში. ამ კომპილაციაში მე გამოვიყენე მუსიკა, რომელსაც სხვაგან ვერსად მოისმენთ. ეს “Ashes to Nachines” იშვიათი ჩანაწერებია, რომლებიც DJ Oil–მა da Jeff Sharel–მა აფრიკაში შექმნეს. მე მათი უზომოდ მადლიერი ვარ.
მაშ ასე, ჩვენი საიუბილეო მეათე პოდკასტი!
მადლობა ანასტასიას და ნინიას გაწეული დახმარებისათვის.
ორიგინალი(რუსული) ვარიანტი დაიდება ცოტახანში | original (Russian) version soon to come
Vakula on Soundcloud
Vakula on Facebook
Vakula on Twitter



















