Kidsrave Magazine – ელექტრონული მუსიკის ჟურნალი

Martyn – Ghost People LP

დღევანდელ ელექტრონიკაში, ბევრი რამ რომ თავდაყირა დგას ამას ყველა ამჩნევს, ჟანრების ერთმანეთში აღრევა უკვე არავისთვის არ არის გასაკვირი, მსგავს ექსპერიმენტებს აღარც გავლენიანი პროდუსერები ერიდებიან. ჰოლანდიური წარმოშობის დაბსტეპერმა, Martyn-მა, წლის ერთ-ერთი გამორჩეული ტექნო ალბომი გამოსცა ლოს ანჯელესელი ჰიპ-ჰოპ არტისტის Flying Lotus-ის ლეიბლ ‘Brainfeeder’-ზე. FlyLo-ს და Martyn-ის მეგობრობა 3 წლის წინ დაიწყო, როდესაც ჯერ ლოს-ანჯელესელმა ‘Natural Selection’-ის რემიქსი გააკეთა ხოლო რამოდენიმე თვეში კი მარტინმა ‘Roberta flack’-ის რემიქსით უპასუხა. „Ghost People“ მარტინის რიგით მეორე სტუდიური ალბომი გახლავთ. არ შემიძლია ორიოდე სიტყვით მის სადებიუტო ალბომ „Great Lengths“-ს არ შევეხო, იგი 2009 წელს საკუთარ ლეიბლ „3024“-ზე გამოვიდა, მარტინი „Ghost People“-ის პრეს რილიზში წერს: „Great Lengths გახლავთ ალბომი, რომელიც იტევს ჩემს ყოველდღიურ მწუხარებასა და მელანქოლიას.“ „Great Lengths“-ს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ალბომია და მისი ყოველი მოსმენისას სულ ახალ-ახალ ფასეულობებს ვაწყდები.

გადავიდეთ „Ghost People“-ზე. მარტინის ბერგეინულ ტექნოში გადაბარგების შესახებ „Ostgut Ton“-ზე გამოსული თრექ „Miniluv-ით გავიგე, გასაკვირი არაფერი იყო ამაში, არც გულდასაწყვეტი, რადგან მარტინის ტექნო ისევე ხარისხიანად ჟღერდა როგორც ნებისმიერი ტრეკი „Great Lengths“-იდან. „Ghost People“- იხსნება მარტინის და სპეისეიპის კოლაბორაციული ინტროთი რასაც მოსდევს “Viper” და “Masks” რომელიც ალბომამდე ერთი თვით ადრე სინგლად გამოიცა.

Martyn – Masks

“Masks” გახლავთ თრექი, რომელმაც ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია. ამ თრექში ჩანს მარტინის ის მხარე, რომელმაც მას ასეთი აღიარება მოუტანა, მას შეუძლია ძალიან სადა თრექით გადმოსცეს ის ემოცია და მუხტი, რომელიც არამარტო მთელ ბერლინს არამედ მსოფლიოს ააცეკვებს. “Masks” ჩემი პერსონალური ფავორიტიც გახლავთ. არანაკლებ ყურადღებას იქცევს თრექი ‘Popgun’. თრექი გამოირჩევა სასწაულად დაპროგრამებული გატეხილი ბიტით, რომელსაც თუ შეყევი მართლა კლიმაქსამდე მიგიყვანს.

ასევე ძალიან საიტერესო თრექია ‘Twice As’, რომელსაც 2-სთეფ გარაჟის რითმი, ფანქი ბეისლაინი, ცოცხალი სნეარები აქვს. ბევრისგან მომისმენია, რომ პირველი შთაბეჭდილებისთვის ალბომის მოსმენას იწყებენ იმ თრექით რომლის სათაურიც ალბომს ქვია, ასეთებს გირჩევთ რომ ‘Ghost People’ სულ ბოლოს მოისმინოთ რადგან მასში ისეთ ვერაფერს აღმოაჩენთ რაც ალბომის მთლიანად მოსმენისკენ გიბიძგებთ. დასკვნითი თრექი ‘We Are You In The Future’ 8 წუთის განმავლობაში ცდილობს დაგვარწმუნოს რომ „Brainfeeder“-ი მომავალია! ჩვენ კი ეს უკვე ვიცით, ბრეინფიდერი კიდევ ერთი საფეხურით მაღლა აიყვანა მარტინმა.

შეიძინეთ აქ!

 

http://soundcloud.com/brainfeeder

http://soundcloud.com/martyn

 

Photo Gallery

Designed by Kidsrave©LLP