The Horrors – Skying
“The Horrors” როგორც ბენდი 2005 წელს ჩამოყალიბდა ინგლისში. პირევლი ალბომი “Strange House” 2007 წელს გამოვიდა, რომელსაც დადებითი შეფასება მოყვა ინტერნეტ თუ ბეჭდური მედიისგან, ამას დაემატა გამოსვლები გლასტონბერის ფესტივალზე და “NME Awards”-ზე, ასევე ტური ბრიტანეთში “Arctic Monkeys”-სთან ერთად და დოკუმეტური ფილმის “Counting in Fives” ჩვენება “Sundance Film Festival”-ზე. ეს დასაწყისისთვის ზოგადი ინფორმაცია მათთვის ვისაც არ სმენია ამ ჯგუფზე, თუმცა მთავარი წარმატება წინ იყო. მეორე ალბომით “Primary Colours” “The Horrors”-მა დაიმსახურა უდიდესი მოწონება მუსიკალურ სამყაროში და გახდა ერთერთი მოწინავე ბენდი ბრიტანეთში, მარტო ის რად ღირს რომ “NME”-ის წლის საუკეთესო ალბომის ჯილდო მიიღეს, “Mercury Prize”-ის 12-ეულში შევიდნენ და “UK Albums Chart”-ში 25 ადგილი დაიკავეს. ალბომში არცერთი ”სუსტი” სიმღერა არ იყო, მიუხედავად მისი მრავალფეროვნებისა. მათი კომპოზიცია მკაფიოდ დაიხვეწა და უკვე ფაქტი იყო რომ ჯგუფს უდიდესი პოტენციალი ჰქონდა, საკითხავი ის იყო დაამტკიცებდნენ თუ არა ისინი ამას შემდეგი ალბომით, რადგან არაერთი მაგალითი არსებობს “ერთალბომიანი” ბენდების. 2011 წელს “youtube”-ზე დაიდო “The Horrors” ახალი კლიპი “Still Life” და უკვე ნათელი ხდებოდა რომ ერთალბომიანი ბენდობის მოლოდინი არ მართლდებოდა. 2011 წლის 11 ივლისს გამოვიდა მათი მესამე და ამ დროისთვის ბოლო ალბომი” Skying”, რომელიც ნამდვილად კიდევ ერთი წინ გადაგმული დიდი ნაბიჯია და რომელიც უკვე ღირსეულად მიაკუთვნებს “The Horrors” თანამედროვე ბენდებში ერთერთი ყველაზე ნიჭიერის სახელს. ” Skying” შედარებით უფრო მშვიდია ვიდრე მისი წინამორბედი და უფრო დახვეწილი. ” Skying” მუსიკალურად მდიდარი ალბომია როგორც მთლიანად ასევე ცალცალკე კომპოზიციებად და რა თქმა უნდა მათი ვოკალისტის “Faris Badwan”-ის ტექსტებით.
1. “Changing The Rain” – მუსიკა ადამიანს უყვარს რადგან ცოცხლდება ემოციები. სხვადასხვა ბენდებს და მუსიკოსებს იმიტომ უსმენს რომ ყველაფერი განსხვავებულ ემოციებს უკავშირდება და მრავაფეროვანია. “The Horrors”-ი იმიტომ გასხვავდება სხვებისგან რომ მათ საკუთარი დამუშავებული სტილი აქვთ. ამ “album opener”-ით ჯგუფმა საკუთარ მსენელის საკუთარი ნიჭის და შემოქმედების კიდევ ერთი ახალი პატარა “კუთხე” დაანახა. შედარებით წყნარი, განვითარებული და თანამედროვე მუსიკას შერწყმული “Shoegaze”, რომელიც ღირსეული დასაწყისია ახალი ალბომისთვის და ემოციურად განგაწყობს შემდეგი 50 წუთისთვის, მითუმეტეს როცა იცი რომ “Still Life” ჯერ კიდევ წინაა.
2. “You Said” – სანამ მეორე ტრეკის მოსმენას დავიწყებდი უკვე მქონდა ორი საყვარელი სიმღერა ალბომიდან და ნამდვილად არ ველოდებოდი რომ მესამე ასეთივე წარმატებული იქნებოდა. მაგრამ მისი მოსმენის შემდეგ ძალიან რთულია გამოარჩიო რომელიმე ალბომის პირველი ორი ტრეკიდან. “You Said” თავისი სტრუქტირით გავს “Changing The Rain”-ს, მაგრამ უფრო მელოდიურია და აი აქ უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი რომ წლის ერთერთ საუკეთესო ალბომს ვუსმენდი.
3. “I Can See Through You” – ამ სიმღერით “The Horrors”-ი მსენელს უბრუნებს ძველ ჩვეულ ემოციას, პროფესიონალურად დამუშავებული ენერგიით და მელოდიით. მეტი რა შეილება ითქვას, მოუთმენლად ველი “I Can See Through You”-ს ცოცხლად.
4. “Endless Blue” – სიმღერა იწყება მელოდიური ელექტრო ელემენტებით და თითქოს ალბომის პირველი ორი ტრეკის მსგავსად უნდა გაგრძელდეს, მაგრამ კიდევ ერთი “drive”-ით სავსე კომპოზიცია, რომლის გარეშეც ალბათ “The Horrors”-ის მოქმედი ტურის არცერთი კონცერტი არ ჩაივლის.
5. “Dive In” – ყველაზე კარგად აქ ჩანს როგორი ვოკალური შესაძლებლობები აქ “Faris Badwan”-ს და რამდენად მრავალფეროვანი შეუძლია იყოს. ბენდის მორიგი შთამბეჭდავი ნამუშევარი, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის რომ გახდეს შემდეგი სინგლი.
6. “Still Life” – ამ ტრეკზე ისედაც ბევრი ვილაპარაკე, უბრალოდ უნდა მოისმინო და ისიამოვნო.
7. “Wild Eyed” – კიდევ ერთი 4 წუთიანი ვოკალური შედევრი “Faris Badwan”-ისგან, რომელიც უცნაური მაგრამ მოხდენილი საყვირით მთავრდება.
8. “Moving Farther Away” – სიმღერა თითქმის 9 წუთს გრძელდება და “The Horrors” ყველაზე გრძელი ნამუშევარია, რომელიც ძირითადად “synthpop”-ურ საუნდზეა აგებული, ხოლო ბოლო ორი წუთი ჯგუფი საკუთარ ფესვებს უბრუნდება და რადიკალურად იცვლება ყველაფერი. რისკიანი მაგრამ წარმატებული ექსპერიმენტი, რაც კიდევ უფრო ზრდის ბენდის ფასეულობას.
9. “Monica Gems” – “garage rock”, “synthpop”, ბევრი არეული საუნდი, ალბათ ეს უნდა იყოს ის შედარებით სუსტი ნამუშევარი, სუსტი კი არა უბრალოდ სხვებთან შედარებით სუსტი. წარმომიდგენია რამდენად ნიჭიერი უნდა იყოს კოლექტივი რომ ესეთი უცნაური და მრავალ საუნდიანი ტრეკი ისე ააწყო, როგორც ეს მათ შეძლეს.
10. “Oceans Burning” – არ წარომიდგენია თუ შეიძლებოდა ამ ალბომის ამაზე უკეთესად da მელანქოლიურად დასრულება. დიდი შანსია “OceaBurning” წლის საუკეთესო ალბომის დასასრულადაც გადაიქცეს, ყოველ შემთხვევაში ” Skying” ნამდვილად “იმსახურებს” მუსიკის მოყვარულის 55 წუთს.
Author:Tato Getia
28.10.1989

















