Kidsrave Magazine – ელექტრონული მუსიკის ჟურნალი

Around the world for 17 years (ნაწილი 3)

Around the world for 17 years

აი დადგა 7 დეკემბერი. დღეს გამოვიდა Daft Punk-ის მიერ შექმნილი TRON: Legacy-ს საუნდტრექი …და დღესვე შემოგთავაზებთ ჯგუფის ისტორიის ბოლო ნაწილს. ასე რომ, ვაგრძელებთ:

ნაწილი 3

ჯგუფის მე-3 სტუდიური ალბომი გახლდათ Human After All. იგი 2 კვირაში ჩაიწერა, მომზადდა დამატებით 4 კვირაში და გამოიცა 2005 წელს, ასევე მარტში. ჯგუფის მიერ ალბომის ჩაწერაში დახარჯული დრო შეუდარებელი იყო Discovery-ზე და Homework-ზე 3 წლიან მუშაობასთან. ამის გამო, Daft Punk-მა მუსიკის მოყვარულთა და მრავალ ექსპერტთა  საყვედური დაიმსახურა. ჯგუფმა ამის ახსნა შეეცადა და განმარტა, რომ როგორც ყველა სხვა ალბომი, მათი ბოლო ალბომიც ერთგვარი ემოციური მოვლენა იყო. მათ სურდათ Discovery-სგან რადიკალურად განსხვავებული ნამუშევრის შექმნა და ამის განხორციელება 2 გიტარითა და 1 ‘drum machine’-ს გამოყენებით.

daft_punk_big

2006 წელს Daft Punk-მა თავად გადაიღო და გამოუშვა ფილმი სახელად Electroma. მე 3-ჯერ ვეცადე ეს ფილმი მენახა და მხოლოდ ბოლო ჯერზე (უფლის ნებით) მოვახერხე ეს. პირველ 2 ცდაზე უბრალოდ ჩამეძინა. ამ ფილმის საუკეთესო დეტალებია:

ა) მისი საუნდეტრეკი, რომელშიც შევიდა ცნობილი კომპოზიტორების და მუსიკოსების, როგორებიც არიან Frederic Chopin, Brian Eno, Sebastian Tellier, Curtis Mayfield , ნაწარმოებები.

ბ) აი, ყველას რომ Daft Punk-ის ჩაფხუტები (Fუ : D) ეხურა, ის მომენტი.

electroma_filming

Electroma -ს გადასაღები მოედანი

მეც და ბევრ სხვას ეგონა, რომ Daft Punk-მა საკუთარი თავი ამოწურა და ეს ყველაფერი მოსაწყენი გახდა. თუმცა 2006 წელს დაწყებულმა მსოფლიო ტურმა (ჯგუფი ტურზე არ ყოფილა 1998 წლიდან) ეს პესიმიზმი აღფრთოვანებით შეცვალა. ყველას მოეწონა ლაივ შოუ: პირამიდა, განათება, ტყავის კურტკები ჯგუფის სახელით, პირამიდის ნიშანი ხელით (რომელიც მცირე ხნით Jay-Z-მ მოიპარა, სანამ ჰიპსტერებმა ის უკან არ დაიბრუნეს). ამ ტურმა ახალ ფრანგულ ელექტრონულ მუსიკის ტალღას ჩაუყარა საფუძველი. SebastiAn-და Kavinsky Daft Punk-ის ყოველ შოუს ხსნიდნენ და after party-ებზეც უკრავდნენ. მალევე გაიგო ყველამ Justice-ს შესახებ. ამ დიდ წარმატებაზე დააფუძნა Pedro Winter-მა, იგივე Busy P-მ (რომელიც 1996-2008 წლებში Daft Punk-ის მენეჯერი იყო) ლეიბლი Ed Banger.

2007 წელს ჯგუფმა მე-2 ლაივ ალბომი Alive 2007 გამოუშვა, რომელიც სან ფრანცისკოში ჩაიწერა. ამ ალბომმა 2 გრემის მოგება მოახერხა. ჯგუფი გრემის დაჯილდოებაზეც კი გამოჩნდა სადაც Kanye West-თან ერთად, Stronger-ის შესრულებისას. თუმცა ჯგუფის სახელი მაყურებლებს ოფიციალურად არ წარედგინათ.

dpyeah

7 დეკემბერს (ანუ დღეს) ჯგუფმა გამოუშვა TRON: Legacy-ს საუნდტრეკი. ფილმის დირექტორს Joseph Kosinski-ს დიდი ხნის წინ გაუჩნდა იდეა, რომ ამ ფილმის მუსიკის დაწერა ჯგუფისთვის ეთხოვა. თუმცა, მისივე თქმით მათი დათანხმება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. კოსინსკი იხსენებს, რომ ტომასი და გი-მანუელი მას ჰოლივუდის ერთ-ერთ კაფეში შეხვდნენ და დეტალურად გამოკითხეს ფილმის სცენარი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი დარწმუნდნენ, რომ ახალი ფილმი პირველი TRON-ის ღირსეული გაგრძელება იქნებოდა, Daft Punk-ი დათანხმდა ფილმისთვის მუსიკის შექმნას. ამის შემდეგ ბევრი ტრეკი გამოჩნდა და იმწამსვე ათასობით მსმენელი გამოუჩნდა იუტუბზე, თუმცა არც ერთი მათგანი Daft Punk-ის დაწერილი არ იყო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, თუ როგორ მოენატრა მსმენელს ფრანგული ჯგუფი და მისი შემოქმედება. ასე რომ, ველი მათ ტურს გერმანიაში, სანამ ჩემს ვიზას ჯერ ვადა არ გასვლია!

ოფიციალური ბმულები:

http://www.daftpunk.com/

www.myspace.com/daftpunk

www.tronsoundtrack.com

http://www.daftalive.com/

http://www.daftalive.com/tronlegacy/

საინტერესო ბმულები:

www.frenchtouchforum.com

www.daftworld.over-blog.com

http://www.youtube.com/watch?v=-Gxdw5o4mqM

http://www.youtube.com/watch?v=gZ7rMzORPgg

http://www.youtube.com/watch?v=_6Afc2uzw4g

 

ENGLISH VERSION


Cheers,

G.B.

Munich, Germany

5,6,7 December, 2010

Photo Gallery

Designed by Kidsrave©LLP